LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მხარს უჭერს ბლოგერებს, რომლებიც საქართველოზე დაწერენ

133
80

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ გვერდზე ბლოგერებისთვის წამახალისებელი განცხადება გამოქვეყნდა. საქმე ეხება იმ ბლოგერების მხარდაჭერას, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, კულტურაზე და ა.შ. რომლითაც არის გამორჩეული ჩვენი ქვეყანა.

საელჩოს განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი მოგზაურია, რომლებსაც ჯერ კიდევ წინ აქვთ საქართველოს აღმოჩენის სურვილი, ამიტომ მათი დაინტერესება მსგავსი სტატიებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება.

„იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ მათ გავაგებინოთ, ამერიკის საელჩოში გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა.
@foodieflashpacker ერთ-ერთი მათგანია და შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ. თქვენ რომელ ამერიკელ ბლოგერებს მოიწვევდით საქართველოში და რას ურჩევდით მათ“, – წერს საელჩო თავის პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები