LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის

124
heres-how-top-economists-predict-the-coronavirus-will-impact-us-economy

აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარება კორონავირუსის საბრძოლველად საკმაოდ მოცულობითია და ვრცელდება სხვადასხვამიმართულებაზე. ამასთან, დეგნანის თქმით,  მოხარულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად და პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს. მან იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ უზრუნველყოფს საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით.

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია, დახმარება განხორციელდა და სწორედ ამავე სულისკვეთებით, ამავე შემართებით აგრძელებს შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის აღდგენის კუთხით და აშშ-ც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას სხვადასხვა გზით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები