LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს – გიორგი მარგველაშვილი

99

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტეხასში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„ჩვენი აზრებით ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებთან და დაზარალებულებთან ვართ. აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს,“ – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ტეხასის შტატში, ქალაქ საზერლენდ სფრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები.

ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები