LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ქუთაისი ჯერ არ გინახავთ – სხვა თვალით დანახული ქალაქი (ვიდეო)

239
1

#გაატარეზაფხულისაქართველოში – ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია გრძელდება და ამჯერად, სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეოს გაგი რევიშვილი გვიზიარებს.

ვიდეორგოლი იმერეთში, კერძოდ ქუთაისშია გადაღებული და ქალაქის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ლამაზ ადგილებს ასახავს.

„დაპირებული ვიდეო ქუთაისზე. ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდე, რომ ქუთაისზე განსხვავებული ვიდეო გადამეღო და თქვენთვისაც გამეზიარებინა. სპეციალურად შევზღუდე კარგად ნაცნობი,უკვე დაღეჭილი ადგილები, რათა კადრებს სხვა სტილი შეეძინა. რა თქმა უნდა, მინდოდა კიდევ ბევრი, სხვადასხვა ადგილები გადამეღო, მაგრამ ქალაქში მიმდინარე, გაუთავებელმა სამუშაოებმა საშუალება არ მომცა. ვფიქრობ, რესურსის ნახევარზე მეტი გამოვიყენე და შევქმენი რაღაც ლამაზი და სასიამოვნოდ საყურებელი. ლაიქებს და გულებს არ ვითხოვ, უბრალოდ გააზიარეთ და ყველამ ნახოს, ჩემი, თქვენი ქუთაისი. შემოდგომაზე დავუბრუნდები ქუთაისს, დახვეწილი ტექნიკით და ახალი იდეებით“, – წერს ვიდეორგოლის ავტორი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი უკვე აიტვირთა „ფეისბუქში“ სპეციალურად შექმნილ ჯგუფში Spend your summer in GEORGIA და ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად, მას უამრავი უცხოელი მოგზაურიც ნახავს, რომლებიც დიდი ალბათობით ქუთაისით დაინტერესდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები