მაიკლ ფელპსმა 23-ე ოლიმპიური ოქრო მოიგო.
ამჯერად კომბინირებულ ესტაფეტაში.

აშშ-ს ნაკრებმა (რაიან მერფი, კოდი მილერი, მაიკლ ფელპსი, ნეითან ადრიანი) 4×100 კომბინირებულ ესტაფეტაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა – 3.27,95. ვერცხლი ბრიტანელებს ერგოთ, ბრინჯაო – ავსტრალიელებს.

ლეგენდარულმა მოცურავემ განაცხადა, რომ ყველა მისი ოცნება ახდა.
„ბოლო ვარჯიში, ბოლოჯერ იცვამ კოსტუმს, გადიხარ პუბლიკის წინაშე, სადაც ბევრი თანამემამულეა. ეს ის არის, როგორც მინდოდა კარიერის დასრულება. ვიცოდი რა, რომ ეს ჩემი ბოლო რბოლაა, ბიჭებს ვუთხარი, თუ რამხელა პატივი და პრივილეგიაა ახლა აქ მათთან ყოფნა. შემდეგ ბოლოჯერ დგახარ პოდიუმზე, ყველა ოცნება ასრულდა, ეს ისეა როგორც ალუბალი ტორტზე, როგორც მინდოდა“, – თქვა ფელპსმა გამარჯვების შემდეგ.

მსოფლიო სპორტის უდიადესი წარმომადგენელი კარიერას ასრულებს. ლეგენდა, რომელიც საუკუნეებში ერთხელ იბადება. ფელპსის წასვლით მთელი ეპოქა სრულდება.

1911388-40223521-2560-1440

მსგავსი თემები