LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე ვიცით იმერეთში: ჩემი 91 წლის მეზობელი დგას ხელში ცხელი მჭადი და მინდვრის ფხალი უჭირავს

2430
BeFunky-collage (4)

ის, რომ კორონავირუსმა და პანდემიამ ადამიანები დაახლოვა და გააერთიანა, სულაც არ არის ახალი ამბავი. თვითიზოლაცია, საგანგებო მდგომარება თუ ე.წ. კომენდანტის საათი საზოგადოების მორალური თანადგომითა და სოლიდარობით გადავიტანეთ.

ახლა მეტი პასუხისმგებლობა გვართებს, თუმცა როგორც ჩანს, ისევ ერთმანეთისთვის გაზიარებული პოზიტივი გადაგვარჩენს. ამის მარტივი მაგალითია იმერეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

პოსტს ინტერნეტმომხმარებელი ოთარ ლურსმანაშვილი აქვეყნებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“ცხელი ამბავია სუფთა იმერული…

სახლში ვარ ჩემს დას ვესაუბრები ტელეფონით. ჭიშკრიდან ,, დაძახილი” მესმის გავხედე და ჩემი მეზობელი 91 წლის ნოდარ ნეოფიტოვიჩი დგას ხელში ცხელი მჭადი და მინდვრის ფხალი უჭირავს და პატივისცემის ნიშნად ოჯახს მოგვიკითხა❤

ასე ვიცით იმერეთში, იქ სადაც სიყვარულია”- წერს ოთარ ლურსმანაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები