LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს ბრალდებულის მხრიდან გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა – მოკლული გოგონას ადვოკატი

112

შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მამის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა. მიხეილ ბერიაშვილთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფებოდა მოკლული ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც იგი თავად იღებდა და სწორედ ამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 9 წლის ბავშვთან, რის გამოც შეერაცხა მას ჩადენილი ფაქტი ბრალად.

,,რაც შეეხება გამოკითხვას, მოხდა მამის გამოკითხვა. კითხვები იყო შემდეგი ტიპის: იცნობდა თუ არა ბრალდებულს, ჰქონდა თუ არა მასთან რამე სახის შეხება, იმ სახლთან ხომ არ ჰქონდა შეხება, სადაც ბრალდებული მუშაობდა და ა.შ.“, – განაცხადა მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობას ადასტურებს მოკლული ბავშვის მამაც, თუმცა, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, იგი თავს უკიდურესად ცუდად გრძნობს და მან ვერ შეძლო ამ მასალების ნახვა.

რაც შეეხება ნანა ბერიაშვილის პაპის ძმას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფებოდა, იგი ბრალდებულის მოკლულის ნათესავებისთვის გადაცემას მოითხოვს. ,,ეგ პედოფილი საჯაროდ უნდა დაიწვას. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ, მე ვიცი, როგორც გავასამართლებთ“, – ამბობს მოკლული გოგონას პაპის ძმა ხვიჩა ბერიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები