LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობა გაძვირდა – საარსებო მინიმუმი 175 ლარამდე გაიზარდა

117

საარსებო მინიმუმი 2018 წლის იანვარში 175 ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  სწორედ ეს თანხა სჭირდება არსებობისთვის შრომისუნარიან მამაკაცს. თვიურად ზრდა 1.5 ლარია, წლიურად 8.7 ლარი.

საქსტატის ცნობითვე, საქართველოში საშუალო ოჯახს არსებობა 293.5 ლარად შეუძლია. ერთსულიან ოჯახს სულ მცირე 155 ლარი სჭირდება, ორსულიანს – 248 ლარი, სამსულიანს- 278.9 ლარი, ოთხსულიანს 309.9 ლარი, ექვსსულიანს და მეტს კი -412.2 ლარი.

შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, 2,2 ლარით შემცირდა და  შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 173,5 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2016 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 161,6 ლარი იყო, შესაბამისად, 11,9-ლარით ნაკლები, ვიდრე 2017 წლის დეკემბეში. რაც შეეხება ოჯახს, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 291 ლარი იყო.

შეგახსენებთ, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები