LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ორსართულიანი სავარძელი მსოფლიო ავიაციის მომავალი?

240
doubldeckr

ქსელში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის ინოვაციური სავარძელია ასახული. სიახლე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და მგზავრებს პანდემიის დროს მაქსიმალურად იცავს.

პროექტს სახელად Zephyr Seat ეწოდა და ის სალონში ორსართულიანი სავარძლების განთავსებას გულისხმობს. სავარძლის მეორე სართულისთვის საბარგულის სივრცეა გამოყენებული. ასეთი ორ–დონიანი კონფიგურაციის გამოყენებით ავიაკომპანიებს საშუალება მიეცემათ რომ სალონში იმავე რაოდენობის მოქმედი სავარძელი ქონდეთ, რამდენიც პანდემიამდე და თან საჭირო დისტანციაც დაცული იყოს.

პროექტის ავტორი დიზაინერი ჯეფრი ო’ნილი გახდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში მოგზაურებს პირადი სივრცე აუცილებლად დასჭირდებათ და მზად იქნებიან კომფორტისთვის ფულიც კი დაამატონ“ – განაცხადა ჯეფრიმ.

აღსანიშნავია, რომ იდეა ჯერ–ჯეროიბთ დახვეწის პროცესშია, შემდეგ კი პროდუქტს მთელი რიგი ტესტირებების გავლა მოუწევს, რათა მისი უსაფრთხოება დამტკიცდეს.

როგორც დიზაინერი აზუსტებს, მას ოთხ დიდ ავიაკომპანიასთან მათ შორის – US Delta–სთან აქვს მოლაპარაკება და ახალი ტიპის სავარძლები შესაძლოა პირველად სწორედ მათ ბორტზე გამოჩნდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები