LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aris.ge: ნასვამი პედაგოგი კომპეტენციის ასამაღლებელ გამოცდაზე არ დაუშვეს

405
teacher

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, აქედან ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Edu.aris.ge  ავრცელებს.

“კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა,” – განუცხადეს Edu.aris.ge -ს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

პოპულალურები