LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის გარკვეული კითხვები და ამ საკითხის შესწავლას მოახდენენ – ლევან დავითაშვილი პურის ფასის ზრდაზე

48173008_283900618989097_7171284981208055808_n

„ყოველ კუთხეში შეიძლება იყოს თონე, მაგრამ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ფარავს ბაზარს. ამიტომ გაკეთდება შეფასება, რამდენად ადკვატურია ფასები, რაც დღეს გვაქვს,“ – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, გარკვეული კლიმატური პირობების გამო შემცირებულია ბაზარზე ხორბლის მოსავალი და ფასები გაზრდილია.

„თუმცა, არის გარკვეული კითხვები და ამ საკითხის შესწავლას მოახდენენ,“ – დასძინა მინისტრმა.

მისივე თქმით, ის, რომ რეგულაციები შეიძლება ახდენდნენ პურის ფასის ზრდაზე გავლენას, არ არის რეალური. მინისტრის თქმით, ასევე არარეალურია განცხადებები იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ხელოვნურად იყო შენარჩუნებული პურზე ფასები. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ პურის მწარმოებელ კომპანიებსაც შეგვიძლია, ვკითხოთ, რომლებიც იმავეს დაადატურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები