LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არის აბსოლუტურად გახსნილი, ჭეშმარიტად გულანთებული, თავის ქვეყანა უყვარს. არის თავისი მოსაზრებებით, რომელიც მე პირადად მომწონს, რას იძახის არასწორს?” – მერაბ სეფაშვილი ნიკა მელიაზე

289
BeFunky-collage (5)

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სეფაშვილი აღნიშნავს, რომ მელიას მოსაზრებები მოსწონს და ეთანხმება. ამის შესახებ მომღერალმა ,,მთავართან” ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ამ საქმეს გამართლება არ აქვს. შოკშია ყველა. მე, ზოგადად, არ ვარ პოლიტიკურად აქტიური ტიპი, მაგრამ რაშია იცით საქმე?

ხალხი გაჭირვებული, საჭმელი არა, წამალი არა, ექიმი არა ეს როდემდე გაგრძელდება? ამით კმაყოფილი უნდა იყო? უნდა ვიცხოვროთ ბედნიერად იმიტომ, რომ რასაც ვუყურებთ ეს იყოს? ეს არაორდინალური სიტუაციაა, შიზოფრენიას გავს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ადამიანი არის აბსოლუტურად გახსნილი, ჭეშმარიტად გულანთებული, თავის ქვეყანა უყვარს. არის თავისი მოსაზრებებით, რომელიც მე პირადად მომწონს, რას იძახის არასწორს? მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის და ყველას მოსწონს, ალბათ ამიტომ ხდება, მართალია რა. რასაც ფიქრობს იძახის, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუყურებ და ჩემი გამოცდილება და გუმანი ასე მეუბნება. არ არის ეს ის კაცი, რომელიც ტყუილს იძახის.

ძალიან ცუდი სიტუაციაა და თუ გადადგამენ ამ ნაბიჯს იოლი აღარ იქნება აქედან გამოსვლა.“-აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები