სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, თბილისში მომხდარ ძველ ამბავს იხსენებს.

ისტორია იმდენად უნიკალური, სევდიანი და თან სახალისოა, რომ მას წასაშლელად ენანება.

მაქარაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რესპუბლიკურში ქალი მოიყვანეს, მოგლეჯილი მარჯვენა ხელით”

ოპერაციების შემდეგ ეს ქალი ყვება:

ტაშკენტის ქუჩაზე მოვდიოდი, ორი ჩანთით. გზაზე სარემონტო სამუშაოები იყო და ღია ფეხსაცმელში კენჭები შემეყარაო.

დაუდია ამ საწყალს ჩანთები, ცალი ხელით ელექტრო ბოძს მიყუდებია და დაუწყია ფეხის ქნევა, იქნებ ფეხსაცმლის გახდის გარეშე გამოვყარო კენჭებიო.

იქვე ბორდიულს აგებდნენ საჩხერელი მუშები. ერთერთს თვალი მოუკრავს ქალისთვის, არიქა დენმა დაარტყაო, გაქანებულა და მთელი ძალით უტაკებია ბარი ქალისთვის.

ეს კაცი არ დაიჭირეს საბოლოოდ, მაგრამ ქალი კი დარჩა ცალხელა. რაღაცაზე გამახსენდა ეს ისტორია და ახლა ვერ ვიხსენებ წასაშლელადაც მენანება. ეგდოს, დილა მშვიდობისა”.

 

მსგავსი თემები