არეულობა არგენტინაში – დიეგო მარადონას დაკრძალვის დღეს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. გულშემატკივრები გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა.

მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

არგენტინა ცრემლებში იძირება: მარადონა პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ხალხს პანაშვიდზე საჩუქრები მიაქვს

 

Ad desktop banner Ad mobile banner

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები