LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გამზარდია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობას საკუთარ თავს სთავაზობს

829
f63b41be3b8dcc1e1f242a0c27cf13e1

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია „რუსთავი 2“ – ის ხელმძღვანელობას თანამშრომლობას სთავაზობს.

გთავაზობთ მის პოსტს:

“რუსთავი 2-ის” ახალ ხელმძღვანელობას ვთავაზობ ჩემს თავს საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად ისეთივე თავისუფლების პირობებში, როგორიც “იბერიაზე” მქონდა. სხვათა შორის, არც თუ ურიგო გადაცემას “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ვაკეთებდი, ჰოდა, რატომაც არა.

ხომ ამბობს” რუსთავი 2-ის” ახალი ადმინისტრაცია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედია პროდუქტი გვინდაო, ჰოდა, აგერ ბატონო მშვენიერი ინდიკატორი, თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე, მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში, როგორიც “იბერიაში” მქონდა.

პ. ს. ცხადია, ვეჭვობ, ვინმეს ეს შეთავაზება აინტერესებდეს, გასაგები მიზეზების გამო “ხელისუფლება არ დაუშვებს ამას), თუმცა თუნდაც რიტუალური თვალსაზრისით ასე ღიად გამოვთქვამ შეთავაზებას.

კურიერი 20 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც წამყვანებმა არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს, ეთერში აღარ გადის. სიახლეები არც არხის ვებსაიტზე იდება.

“14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა” – რუსთავი 2 თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა

ბოლო მონაცემებით არხიდან თითქმის ყველა საინფორმაციო და გასართობი გადაცემების შემოქმედი ჯგუფი წავიდა.

რუსთავი 2-ის ნიუსრუმი ცარიელი გგონიათ, მაგრამ აქ 800-მდე ადამიანია - ირაკლი იმნაიშვილი

" ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები