LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გამზარდია: „რუსთავი 2“-ის ამბავს მედიის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს…“

81

არჩილ გამზარდია, პიარის სპეციალისტი, ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ყოველკვირეული გადაცემის „20 30“ ყოფილი წამყვანი, სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:
„ტელეკომპანია „იბერიის“ დარბევა, „იმედის“ დარბევა და მფლობელების გაძევება, ტელეკომპანია „მზის“ მფლობელების უცნაური შეცვლა და შემდეგ მის შენობაში „ტაბულას“ გადასვლა, „რუსთავი 2“-ის ძველი მფლობელების გაძევება და ა.შ.

ეს ყველაფერი არ იყო თავის დროზე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლა და ახლა ლეგალური შეკითხვების არსებობაა სიტყვის თავისუფლების შელახვა?

ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება არაერთი შეკითხვა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაიწყებს საუბარს, ეს ცინიზმია. საერთო არაფერი აქვს „რუსთავი 2“-ის ამბავს მედიის თუ სიტყვის თავისუფლებასთან.

დღევანდელი „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა ნიშნავს ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების “გაპრავებას”, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ.

კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა მედიის მხარდაჭერაში აგვერევა, ეს პარტიული ტელევიზიაა, რომელსაც მედიის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები