LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებზე მხოლოდ „აიდი“ ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ, ამას თან სდევს პრობლემები: ოხანაშვილი

87
ანრი ოხანაშვილი

“ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ხომ არ იქნება სწორი, არჩევნებში გადავიდეთ უფრო სწრაფად და ინტენსივობით “აიდი” (ID) ბარათების გამოყენებაზე, თუმცა ამას თან სდევს პრობლემები,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ოხანაშვილმა ამის შესახებ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი საზრუნავია, საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტიანობა გაიზარდოს და მოქალაქეებს კომფორტული სერვისი შესთავაზონ:

“ჩვენი საზრუნავია, საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეებს შევთავაზოთ, კომფორტული სერვისი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

ერთ-ერთ საკითხად განიხილება, ხომ არ იქნება სწორი გადავიდეთ უფრო სწრაფად და ინტენსივობით ID ბარათების გამოყენებაზე, თუმცა ამას თან სდევს პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება.” – თქვა ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, დღეს მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე კაჭრეთში მსჯელობდნენ.

ამავე თემაზე:

“საარჩევნო კოდექსში” 40-მდე ფუნდამენტური ცვლილებაა შესატანი: ვაშაძე

ძალიან მალე, ისტორიულ საარჩევნო რეფორმას მივიღებთ, მისი თამარ ჟვანიამდე “დახურდავება” არასწორია: ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები