LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები არ დაგვიანდება, საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა და ის დახმარებები, რაც მსოფლიომ საქართველოსთვის გამოჰყო, პრეზიდენტის დამსახურებაა – სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის მილოცვა

106
kjg

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა და მთავრობის წევრება მოკრძალებულად აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის ძალების გარკვეული შემადგენლობა ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს უჩვეული 26 მაისი აღნიშვნა პანდემიის გამო მოუწია. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განმარტა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი თავდაცვის ძალებია. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმების როლი, მთავრობის მიერ გატარებული სწორი ღონისძიებები და ამ მიმართულებით საზოგადოებას მაღალი შეგნებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ რთულ ვითარებაში, ჩვენი აქ მოსვლით გამოვხატავთ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას. სამწუხაროა, რომ ღონისძიებაზე დასწრება საზოგადოებას არ შეუძლია, მაგრამ ეს გასაგები მიზეზების გამო ხდება. ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი თავდაცვის ძალებია და ამ კრიზისის დროს მათ გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი, ისევე, როგორც სხვა უწყების წარმომადგენლებმა. ჯერ ომი არ დასრულებულა. ამ ომში პროფესიონალიზმის როლი დიდია. მათ შორის ჩვენი ექიმების, მთავრობის და საზოგადოების. სწორედ ერთიანობით და მაღალი თვითშეგნებით მიღწეულმა შედეგმა მოუპოვა საქართველოს წარმატების სახელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული რიგი შეზღუდვების გაუქმებისა, ქვეყანაში რჩება გარკვეული სახის რეკომენდაციები, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში დროულად გაუქმდა, ამიტომ ის მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში დაბრკოლებას ვერ ხედავს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური და ფულადი მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ მიიღო, მისი დამსახურებაა.

“საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ამიტომ არჩევნები არ დაგვიანდება. საზოგადოებამ ბოლომდე გაიაზრა არსებული მდგომარეობა და მოწოდების თავის სიმაღლეზე დადგა. მე პარტნიორი 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს, გაეროს, მსოფლიო ჯანდაცვის ხელმძღვანელს ველაპარაკე, ამის შედეგია ის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რაც მივიღეთ.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დარჩენილი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ შეიქმნან ილუზია, რომ ვირუსთან ბრძოლა დამთავრდა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ეკონომიკური და სოციალური კრიზისი აქვს დასაძლევი, სადაც მას საზოგადოების თვითშეგნების იმედი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები