LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანი ჩვენზეა?

108
99999

31 ოქტომბერს საქართველო კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს. ბედის ირონიით ქართველებს არჩევანის გაკეთება კვლავ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის მოგვიწევს.

არაფერია იმაზე რთული, ვიდრე ისტორიის გამეორება. მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წლიდან სამყაროში თითქმის ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ქართველებს მაინც სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.

მაგრამ საკითხავი კიდევ ერთი რამაა, რამდენად არის „არჩევანი“ მოსახლეობაზე.

არის კი ამ შემთხვევაში ივანიშვილი „არადანი“, თუ ყველაფერი პირიქითაა?

კვლევების მიხედვით მმართველი გუნდი ლიდერობს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება არც თუ ისე მარტივადაა, რადგან მსოფლიოში სამწუხაროდ კორონავირუსი „ლიდერობს“.

„იმ შემთხვევაში თუ ბევრი ადამიანი არ მივა არჩევნებზე, შეიძლება სასწორი „ნაციონალების“ მხარეს გადაიხაროს, რადგან სწორედ მათი მომხრეები არიან ისინი, ვინც რევანშზე ფიქრობს და არჩევნებზე ყველა მიზეზგარეშე მიდიან“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. 

დარჩათ კი „მებრძოლ პარტიებს“ იმის ბერკეტი, რომ ადამიანებზე ემოციურად იმოქმედონ და არჩევანი შეაცვლევინონ? 

„პოლიტიკოსები იმიტომაც არიან პოლიტიკოსები, რომ მოახერხონ და ადამიანებზე ემოციურად იმოქმედონ, მაგრამ მოსახლეობის გონიერებაც სწორეც იმაში მდგომარეობს, რომ გაარჩიოს ვინ ატყუებს და ვინ გააკეთებს მართლაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ რაიმეს“, – ამბობს  ექსპერტი „ფორტუნასთან“.

 

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიების ერთმანეთის მიმართ ბრალდებები ასე გამოიყურება.

თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება, რომ მმართველ გუნდს კორონავირუსი „გაექცა“ და ვირუსს ვეღარ მართავს (ეს მმართველ გუნზე შეიძლება ცუდად აისახოს).

გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ არჩევნების გასაყალბებლად ორ ხერხს მიმართავს: კორონავირუსით დაშინებას და ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის საშუალებას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს, პანდემიას არ შეუშინდნენ და მივიდნენ არჩევნებზე.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, პროვოკაციებს ელოდება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიპფეიკი“.

რადიკალური ოპოზიცია ყალბ ვიდეომასალებს ამზადებს: ირაკლი კობახიძე

"ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი".

რა არის „დიპფეიკი“? 

დიპფეიკი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ, რეალურთან მიახლოებულ, ყალბ ვიდეო და აუდიო მასალას გულისხმობს.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დიპფეიკმეიქერებს შეუძლიათ, აიღონ ვთქვათ ბარაქ ობამას გამოსახულება და მისივე ხმით ნებისმიერი ინფორმაცია გააჟღერონ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანიც აანონსებს, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ყალბ ინფორმაციებს გაავრცელებს.

მოკლედ, წინ დიდი „სანახაობა“ გველოდება და ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებებს ქვეყნის ინტერესები არ გადაყვეს.

დაბოლოს, ალბათ მაინც უნდა ვთქვათ, რაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ და რაც უდაო ჭეშმარიტებაა:

„ყველა ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფალი, როგორსაც იმსახურებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები