LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი ლიდერი არ გაიყიდება… ბოლომდე ვიბრძოლებთ: ბურჯანაძე

89
BeFunky-collage

“ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა? დარწმუნებული ვარ, რომ არა!”- ასე მიმართა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ახალი არჩევნებია ის, რაც ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

“მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც ადამიანებს მისცემს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენ გვითხრა, თქვენ სასამართლო არ გჭირდებათო. მართალია, ისინი მონებად გვთვლიან, სანამ ჩვენს ძალას არ დაინახავენ. მონებს სასამართლო არ სჭირდებათ, მართალია ჟვანიას გადმოსახედიდან, მაგრამ არა ჩვენი გადმოსახედიდან.

ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ჩვენ სასამართლოც გვჭირდება, სამართალიც გვჭირდება, თავისუფდლად არჩეული პარლამენტიც გვჭირდება, ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მონების მიერ დაწესებულ წესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, აქ ითქვა, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად თქვენ დგახართ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

აქციის მონაწილეებს ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიმართეს. სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დღეს რუსთაველზე სეკრებილ ხალხს თავისუფლება აერთიანებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათი ძალა ერთობაშია.

“არ არსებობს შანსი ამ რეჟიმის გადარჩენის… ჩვენ არ ვყალბდებით” – ნიკა მელია

“ფიქრობდა, ერთმანეთის დაჭმას გავაგრძელებდით და მეფე ბიძინ პირველად გადაიქცეოდა” – შალვა ნათელაშვილი

აქციაზე ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. რუსთაველზე შეკრებას წინ უძღოდა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა დაანონსდა მესამე რაუნდი, სადაც ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღი იქნება განხილული.

“რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული” – რას ამბობს ოპოზიცია და “ქართული ოცნება” მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები