LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით“ – ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

97
tq3t3y (1)

ნიკა გვარამიას უფლებადამცველი დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. დიმიტრი საძაგლიშვილი საგამოძიებო უწყებას “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ნაჩქარევად ბრალის წაყენებაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, გვარამიას გაცნობიერებული აქვს რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი, მაგრამ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

“სინამდვილეში არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას გაცნობიერებული აქვს, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სასამართლომ ნიკა გავრამიას 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა და ამისთვის ერთთვიანი ვადა მისცა.

გირაოს შეფარდებასთან ერთად გვარამია აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები