LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა – თეონა ცხომელიძე

1293
56673067-10213638983112887-162511744185401344-n (2)

“არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა”,-  ამის შესახებ ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს. ჟურნალიტი რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში ყოფნას ეხმაურება.

ღამის 1:21 საათია. ჩვენი უმრავლესობა თბილადაა ჩაღუნღულებული ლოგინში და სქროლავს ძილია წინ.

ღამის 1:21 საათია და ცხინვალის იზოლატორში, სიცივეში და ალბათ ძალიან დისკომფორტში ზის ვაჟა გაფრინდაშვილი. არავინ იცის როგორ ექცევიან ექიმს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტო იმიტომ გადავიდა, რომ ავადმყოფს დახმარებოდა. ქალს, რომელიც ჭაში ჩავარდა და არ გამოუშვეს თბილისში.

ხვალ დილით ყველა ავდგებით, ვისაუზმებთ და შევუდგებით საქმეს…. ან უქმეებს გავატარებთ ოჯახებთან, მეგობრებთან და ა.შ.

ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ცხინვალის საზიზღარ იზოლატორში იჯდება, მარტო იმიტომ რომ გმირია…

მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო რომ ის ცოცხალი რაც შეიძლება მალე დააბრუნონ . მრცხვენია წამოწოლილი რომ ვარ თბილად და თუნდაც ამას ვპოსტავ…

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმაკიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის 9 ნოემბერს, საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.  ოსური მედიის ცნობით, ახალგორის საოლქო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები