LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორი კონტექსტია, არ მიგულისხმია, რომ ვისაც ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი უნდა იარონ

2005
4a58518c6ec4c4a3ab7ac39ba1470a74-XL

კახა კალაძე გადაცემა “რეაქციაში” ტაქსების რეფორმის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ მას არ უგულისხმია, ის რომ ვისაც გაძვირებული ტაქსისთვის ფული არ ეყოფა, მეტროთი ან ავტობუსით უნდა იარონ. კალაძე აღნიშნავს, რომ “ცხადია, ასეთ სისულელეს” არ იტყოდა.

კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ

“მე ვსაუბრობდი მაშინ დეკემბერში და ახლაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი ამოცანა რა არის ჩვენთვის? რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი პოპულარული გახდეს, რომ ადამიანებს საკუთარ ავტომობილებზე ვათქმევინოთ უარი.

რაც შეეხება ტაქსს, მას ყავს თავისი კლიენტი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტის და სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წამოვიწყეთ და საკმაოდ ამბიციურია, სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ ტაქსებს. გვეყოლება ახალი ავტობუსები, რომელსაც ექნება სპეციალური ზოლები ქალაქში, მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა… აი, ეს იყო ჩემი ნათქვამი და კონტექსტიდან ამოიღეს იმ თვალსაზრისით, რომ თუ ტაქსით მგზავრობა არ გინდათ აგერ იარეთ ავტობუსით ან ჩადით მეტროში”,-ამბობს თბილისის მერი

ცნობისთვის, დღეს ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც მოქალაქე უსაფრთხო და სუფთა ტაქსით მგზავრობს მომავალში ტარიფის ზრდა მოსალოდნელია.

“თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, — სწორედ ამ ციტატას გამოეხმაურა კალაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები