LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თხოვნით მიმართავენ

126
ავტობუსი

არასამთავროები ორგანიზაციების ნაწილი მთავრობასა და საკოორდინაციო საბჭოს 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თხოვნით მიმართავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი – უღარიბესი ფენის დისკრიმინაციაა და არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უფრო ამწვავებს.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას წარმოადგენს. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს, ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას”, –  ნათქვამია განცხადებაში.

პეტიციას  ხელს 7 ორგანიზაცია აწერს, ესენია: “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„უნდა დაველოდოთ სიტუაციის სტაბილიზებას და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეცვლას, რადგან ტრანსპორტი არის პირდაპირი ასახვა იმ რისკების, რაც საზოგადოებაში გვაქვს. როცა შევხედავთ,რომ დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია, სტატისტიკა იკლებს, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უსაფრთხო გახსნაზე. ჯერჯერობით ტენდენციები გვაქვს კარგი და ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა გვაჩვენებს რისი საშუალება გვექნება 1 თებერვლიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები