LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს აფიქსირებენ

gigauri-e1543397971235

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე, ქარელს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე და ბათუმის საარჩევნო ოლქის.#90 და #11 საარჩევნო უბნებზე.

“მას შემდეგ, რაც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, ამომრჩევლებს გარეთ ხვდებოდნენ კოორდინატორები, რომლებიც ფულს გადასცემდნენ”, – განაცხადა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.