LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

440
52654480-2735193896520611-7639122982643695616-o

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს პროცედურულად მხოლოდ კენჭისყრა იყო დარჩენილი და 101 ხმა ვერ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობა ინიციატივა გასულიყო. 2020 საარჩევნო პროცესი პროპორციულ სისტემით არ გაიმართება. როგორც წინასწარ ნავარაუდევი იყო, დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა 5 თვის წინ 93 დეპუტატის ხელმოწერით დაადასტურა, კანონმდებლებმა დღეს ვერ დაამტკიცეს.

სამდღიანი შეხვედრები და კონსულტაციები უძღოდა წინ დღევანდელ კენჭისყრას. წინასწარვე ცნობილი იყო რომელი დეპუტატები არ დაუჭერდნენ მხარს აღნიშნულ კანონპროექტს. დილიდანვე კეთდებოდა შესამაბისი განცხადებები და მოწოდებები. ოპოზიცია კენჭისყრის დაწყებამდე პროგნოზირებდა ინიციატივის ჩაგდებას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავდა, რომ საზოგადოებას არ უნდა დაეჯერებინა “პაიკების ამხედრება მეფის წინააღმდეგ”.

ოპოზიციის სრული მობილიზაციის და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტზე მხარდაჭერის მოწოდებების მიუხედავად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საჭირო ხმები ვერ დაფიქსირდა.

დეპუტატებმა კენჭისყრამდე სამჯერ გაიარეს რეგისტრაცია და მხოლოდ ბოლოს მიაღწიეს კვორუმს, სადაც 141 დეპუტატის დასწრება დაფიქსირდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი კენჭისყრამდე აღნიშნავდა, რომ დღეს კანონმდებლები არჩევანში თავისუფალი იქნებიან. აღნიშნული “თავისუფლების” შედეგის მიხედვით კიდევ ერთი დაპირება დაპირებად დარჩა.

შესრულებული თუ შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებები – რას მოვეკიდოთ გაგებით?

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, კანონპროექტმა საჭირო ხმები ვერ მოიპოვა, შესაბამისად ინიციატივა ჩავარდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ორი დღის წინ პარტია “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ერთობლივი შეხვედრა გამართეს და მათივე განცხადებების მიხედვით, ისინი არასასურველი შედეგის შემთხვევაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავენ.

რას გეგმავს ოპოზიცია – გაერთიანება ერთი აზრისთვის თუ ბრძოლა მანდატისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები