არანაირი ინტერესთა კვეთა არ არსებობს, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის სავარაუდოდ, გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? – სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები

როგორც უდუმაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, მმართველი გუნდის მხრიდან კონსპირაციული თეორიების გავრცელება მიმდინარეობს.

“ის ფაქტი, რომ გახარია და სააკაშვილი ერთდროულად მოხვდნენ ვაშინგტონში, ერთ სასტუმროში თუდნაც, არ ნიშნავს, რომ მათ შორის შეხვედრა გაიმართა.

ეს არის სასტუმრო, სადაც ოფიციალურად ჩერდებიან ხოლმე სტუმრები და არ არის გამორიცხული ერთ სასტუმროში მოხვედრა, მაგრამ გამორიცხულია რაიმე კონსპირაციული შეხვედრა.

გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ახლა ახალი მითები გაუშვას, მაგრამ რეალობას მოკლებულია და არც ღირს ამ თემაზე საუბარი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები