LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი დრამატული სიტუაცია საზღვრის კვეთაზე არაა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება – ფინანსთა მინისტრი

38
BeFunky-collage (28)

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით – ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით.

როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელთა მსურველების გაზრდილი ნაკადების გამო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად და მეტი დატვირთვით მუშაობენ.

“გაიზარდა დატვირთვა ყველა იმ უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელი არის როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ფისკალურ წესრიგზე.

შემოსავლების სამსახური საბაჟო, დეპარტამენტი დეპარტამენტი მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. ამ სიტუაციაში ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულების, ისე შემომსვლელ ფიზიკური პირთა რაოდენობის კუთხით. ამ კუთხით ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, – აღნიშნა ხუციშვილმა კითხვაზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შემთხვევაში უშვებენ თუ არა ყველა მსურველს და ამ დროს გათვალისწინებულია თუ არა საფრთხეები სახელმწიფოს მხრიდან.

ვაშაძე: დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, იყოს მხოლოდ 3 გამონაკლისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები