LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლართან დაკავშირებული მოვლენები საშიშია – ეკონომიკის მინისტრი

85
collage

არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა, – ასე შეაფასა ლარის კურსის მორიგი გაუფასურება ეკონომიკის მინისტრმა.

„ლარის კურსზე საუბარს დავიწყებ იმ განცხადებით რაც გაავრცელა სავალუტო ფონდმა. სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია რომ უმკლავდება გარე შოკებს, აქედან გამომდინარე, არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ბოლო, ანუ 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც წინა დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევროც, რომლის კურსი 3.1229 ლარია. წინა კურსი 3.0995 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.34 თეთრი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები