LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბი ინვესტორები გეგმავენ, საქართველოში გააფართოვონ ფარმაცევტულ სექტორში წარმოება

127
242475166-4414840488605576-4167346211323292649-n

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი“-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით.

„ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები