LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არა არის აუცილებელი ყველას მოსწონდე” – ცხოვრების 22 მთავარი წესი ცნობილი ფსიქოლოგისგან

201549
20-712

ცნობილი ფსიქოლოგის მტკიცებით, რომელიც ცხოვრების 22 ძირითად წესს აყალიბებს, ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა აზროვნების შეცვლითაც შეიძლება.

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 22 მთავარი წესი:

ბედნიერება არ უნდა იყოს მიზანი – ნურასდროს დაედევნები ბედნიერებას, რადგან ვერც ადამიანში იპოვი, ვერც მატერიალურ ნივთებში. ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა, რომლის მიღწევა მხოლოდ ცხოვრებით დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება. ისწავლე საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, მიზნების, მიღწევების გაანალიზება და სწორედ ეს იქნება შენი გზა ბედნიერებისკენ.

ნუ იქნები დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე – თუ დარწმუნებული ხართ, რომ კარგი, ჭკვიანი, ღირსეული ადამიანი ხარ და გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, მაშინ არაფერში გჭირდებათ სხვისი შექება და ქათინაური.

არ დაელოდო და არ ითხოვო – თუ მართლა გინდა რაიმეს მიღწევა, არ დაელოდო და არასდროს ითხოვო ნებართვა. არ ღირს არც სხვათა შეფასების ლოდინი, უმჯობესია თვითონ აკონტროლო ყველაფერი.

ნუ იქნები თეორეტიკოსი – აქციე ცოდნა მოქმედებად, რადგან ხშირად ადამიანს უზარმაზარი ცოდნა აქვს, თუმცა არ შეუძლია მისი გამოყენება.

კარგად დაგეგმილი მოქმედება – წარმატების გარანტიაა – თუ წარმატების მიღწევა გინდა, ყოველთვის პრიორიტეტების მიხედვით დაგემგე საკუთარი მოქმედება.

ნუ დაადანაშაულებ სხვას საკუთარ მარცხში – ყველაზე დიდი მტერი არა ჩასაფრებული მეტოქეა, რომელიც მოუთმენლად ელის შენს წაბორძიკებას, არამედ საკუთარი თავი, ვისთან შეჯახება ყველაზე მტკივნეულიც შეიძლება აღმოჩნდეს.

არაა აუცილებელი ყველას მოსწონდე – თუ ნებისმიერისთვის თავის მოწონებას ცდილობ, წინასწარ მოემზადე მარცხისთვის, რადგან შეუძლებელია და არცაა საჭირო მოსწონდე ყველას. ამგვარი მცდელობა ყოველთვის უსიამოვნებებით და ემოციური გამოფიტვით სრულდება.

ანგარიშის გასწორება – თუ ადამიანი გაიძულებს იგრძნო თავი დამნაშავედ ან იყო მადლიერი გაწეული სამსახურისთვის, დაინტერესდი რა ღირს მისი დახმარება, გაასწორე ანგარიში და სამუდამოდ დაემშვიდობე.

იოცნებე რეალურზე – თუ ფანტაზიორობა გხიბლავს, იოცნებე რეალურზე, არასდროს დაკარგო დრო ფუჭ მიზნებსა და არარეალურ გეგმებზე.

დეპრესიაარა მხოლოდ წყვდიადია – არ ღირს დეპრესიული ფიქრების დათრგუნვა. რა თქმა უნდა, დეპრესია ნაკლებად სასიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ სწორედ დეპრესიის დროს შეიძლება საკუთარ თავთან გულახდილი დიალოგის გამართვა და გაგება რა გიბიძგებს წინსვლას და რა გამუხრუჭებს მიზნების განხორციელებაში.

არასდროს გაექცე მტრებს – მართალია, მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ მხოლოდ მტრებთან საუბრით გაიგებ სიმართლეს საკუთარ თავზე. ასე რომ, ზოგჯერ მეგობრების ნაცვლად მტრების მოსმენაც სასარგებლოა.

წიგნი საუკეთესო მრჩეველია – გახსოვდეს, რომ საინტერესო წიგნის კითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზედაპირულ ადამიანებთან ურთიერთობა.

გაატარე თავისუფალი დრო სასარგებლოდ – ნურასდროს დაინტერესდები სხვისი ცხოვრებით, უმჯობესია აკეთო ის, რასაც სარგებელს მოგიტანს.

საზიანო ურთიერთობა – თუ ხვდები, რომ რომანტიკული ან საქმიანი ურთიერთობა განვითარებაში გაფერხებს, დროა დაფიქრდე გჭირდება თუ არა ასეთი ურთიერთობა.

ნუ შეგეშინდება ადამიანების – წინასწარ ნურასდროს შეიქმნი უცნობზე ნეგატიურ წარმოდგენას და ნურასდროს შეგეშინდება უცხოსთან საუბრის დაწყება.

ქალის ლოგიკა – თეორია ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ლოგიკაზე – აბსურდია, რადგან არსებობენ მხოლოდ გონიერი და უგუნური ადამიანები.

ნუ გეშინია მარტოობის – ნურასდროს შეგაშინებს მარტოობის, განსაკუთრებით რომანტიკული ურთიერთობის დასრულების შემდეგ, რადგან მარტოობა სულიერი ზრდის და მოწიფულობის ნაწილია.

გაუზიარე სხვას შენი სიხარული – ნუ იქნები ეგოისტი, გაუზიარე საკუთარი სიხარული სხვებს, რადგან როცა ახლობლები შენით ხარობენ, სიხარულიც უფრო ხელშესახები ხდება.

არავინ გამუხრუჭებს – ნუ ფიქრობ, თითქოს სხვები გიშლიან ხელს წინსვლაში. უბრალოდ ზოგი სწრაფად მოძრაობს, შენ კი, განვითარების ინდივიდუალური ტემპი გაქვს.

კრიტიკა – ნუ მიაქცევ ყურადღებას სხვათა კრიტიკას, რადგან როცა სასურველ მიზანს მიაღწევ, სხვა ყველაფერი მნიშვნელობას დაკარგავს.

საკუთარი თავის პატივისცემა – ის, ვინც საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ყოველთვის სხვას აკრიტიკებს, მაშინაც კი, თუ ცუდი არაფერი აქვს სათქმელი.

საკუთარი თავისთვის ცხოვრება – სანამ გარშემომყოფებს რაღაცას უმტკიცებ, მანამდე მათთვის ცხოვრობ და არა საკუთარი თავისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები