LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ ვიცოდი 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე და არც მეცოდინებოდა – მამუკა ბახტაძე

232
mamuka media 2

ყოფილი პრემიერი ამ დრომდე თოქ-შოუების წამყვანების კითხვებს პასუხობს.

“ტვ პირველის” წამყვანის – თამარ ჩიხლაძის  შეკითხვაზე, რამდენად ობიექტურად გამოძიებენ 20 ივნისის საქმეს, თუ ხვალ პრემიერად გახარია დაინიშნა, რომელმაც თავის დროზე ბახტაძე დარბევის შესახებ არ გააფრთხილა, ამაზე ყოფილმა პრემიერმა უპასუხა:

მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილებაზე და არც მეცოდინებოდა, რადგან ეს სამწუხარო განვითარება ძალიან სწრაფად ხდებოდა. ჩვენ ვიცით, შსს-ს განცხადება ამასთან დაკავშირებით.

მოვლენებს წინ რატო უსწრებთ (გახარიას პრემიერად დანიშვნაზე). კონსულტაციები გაგრძელდება, ხვალაც და შემდეგ დღეებშიც”, – განაცხადა ბახტაძემ. 

მან ასევე ისაუბრა პოლარიზაციის საფრთხეზეც.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ამის მცდელობა, წინ ვერ აღვუდექით ამ ნეგატიური დღის წესრიგის თავს მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რაც მივიღეთ”, – აღნიშნავს ბახტაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები