LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ ვარ ონლაინსწავლების მომხრე, მე თვითონ ვარ ამის მსხვერპლი – თამარ გაგოშიძე

186
tamargagoshidzenews20917

ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ონლაინსწავლებაზე ისაუბრა: ეს არის მოცემულობა და ახლა გინდა ინერვიულეთ, გინდა, არა. მე მესმის მშობლებისაც. წარმოიდგინეთ მშობლები, რომლებიც მუშაობენ, განსაკუთრებით შევდივარ პირველკლასელთა მშობლების მდგომარეობაში. ბავშვები, რომლებიც სკოლაში წასვლას ზარ-ზეიმით ელოდებოდნენ, რომელიც განსაკუთრებული მოვლენაა ცხოვრებაში და უცებ ასეთი საშინელი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის მოცემულობა. ამ იმედგაცრუებით როცა ჩვენ, მშობლები კიდევ უფრო გაღიზიანებულები ვართ, ბავშვებს კიდევ უფრო ვსტრესავთ. როცა ბავშვებს ესმით გაღიზიანებული მშობლების ტექსტები, მათ სკოლის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ? მე დიდი იმედი მაქვს, რომ  1-ელ ოქტომბრამდე ინფიცირებულთა ნაკადები ცოტათი შემცირდება, მაგრამ დღეს ეს ჩვენი რეალობაა.

მე არ ვარ ონლაინსწავლების მომხრე, მე თვითონ ვარ ამის მსხვერპლი, როგორც უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი. ჩემზე კარგად არავინ იცის, რა გამომფიტავია ეს. ჩვენ ვცდილობთ ვმართოთ ეკრანი, სადაც ამდენი ფანჯარაა გახსნილი. ძალიან სერიოზული ემოციური პრობლემები ახლავს ამას თან.

პროგრამა,  რომელსაც სკოლა იყენებს, უნდა იყოს მაქსიმალურად გამართული ტექნიკურად. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ პირველკლასელებზე ვსაუბრობთ, აქ ყველას სახე უნდა ჩანდეს. ბავშვს აუცილებლად უნდა ყავდეს გვერდით მშობელი, არადა მშობლების უმეტესობა მუშაობს“, -ამბობს გაგოშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები