LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო – დავით კირკიტაძე

კირკიტაძე

თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი, – განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, რომ დაბარების შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მისცემს ჩვენებას.

„არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო და სადმე მივიდე. თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი. ვიდეოში აშკარად ჩანს პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება. ჩვენ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებების გაწევის მცდელობა, რათა გზა გაგვეგრძელებინა. ჩანს, რომ პოლიციელები გვაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი, პროვოკაცია და ეგ კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის სამართალდამცავებთან გვაქვს საქმე. მოგიწოდებთ, უყუროთ თავიდან ბოლომდე და ჩანს ვინ ჩაგვიხერგა გზა,” – განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე გუშინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.

პოპულალურები