LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდა დავხარბდეთ… ყველასთან საზღვრები არ უნდა გავხსნათ”: ნათია თურნავა

126
10365309-714489448619008-1918692271421809423-o

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსულმა პანდემიამ ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა და სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სფეროს დახმარებაა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ამ მიმართულებით ნაბიჯები თანდათანობით და დიდი სიფრთხილით უნდა გადაიდგას.

” ყველანი ვთანხმებით იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები. ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ორი-სამი კვირის თავზე მოგვიწიოს ძალიან მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და ისევ დახურვა გარკვეული დარგების, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს. ამას სხვათა შორის ტურისტული ინდუსტურია საკმაოდ საღად აფასებს, ხედავს, ნამდვილად არ უნდა რომ ამ რისკში შევიდეთ ჩვენგან გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო”, – განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორი აგვისტოდან, მას შემდეგ რაც რეგულარული ფრენები დაიწყება, ფრენების სიხშირე უნდა გაკონტროლდეს და უნდა იყოს იმდენი რამდენი მოქალქაქის უსაფრთხოდ მომსახურებასაც ქვეყანა შეძლებს.

“ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება “ლუფთანზასთანაც“. მალე დავასრულებთ მოლაპარაკებას Air France-თან და Air Baltic-თან. ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც ჩვენ შევძლებთ რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ და გაგებით ეკიდებიან ეს კომპანიები. ასევე ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, ასევე ვაგრძელებთ კომერციული ჩარტერების შესრულებას, როგორც აქამდე იყო. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი. ბევრი ტუროპერატორი გადაეწყო ამ ახალ რეალობაზე, ბევრი სასტუმრო გადაეწყო, გაცილებით მეტად უჭირს თბილისის სასტუმროებს, თორემ რეგიონის სასტუმროებში ასე თუ ის შიდა ტურიზმია, რა თქმა უნდა, არა იმ დოზნით, კოვიდის გარეშე რომ იქნებოდა, მაგრამ 40-50%-ით მაინც არიან დატვირთულები”, – განაცხადა თურნავამ.

 

როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტურიზმის გახსნა და ამავდროულად, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებაა. მისი თქმით, ევროპულა ქვეყნებმა, რომლბმაც ნაჩქარევად გახსნეს საზღვრები, ნეგატიური შედეგები და პრობლემებიც მიიღეს, ამიტომ საქართველომ სხვისი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

პოპულალურები