LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები” – პაატა იმნაძის კიდევ ერთი გაფრთხილება

204
korona

კორონაპანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი შეცვალა და სოციალური დისტანციის გარდა, ასე თუ ისე მივეჩვიეთ ნიღბების ტარებასაც, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში მისი გაკეთება მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არაფერს ამბობს, ხომ არ არის საზიანო მთელი დღე პირბადით სიარული და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ ეს დისკომფორტი აიტანონ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ამას მიჩვეულები არ იყვნენ, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან. თუ პირბადის ტარება ადამიანის პროფესიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს, მან უნდა ატაროს პირბადე მაღაზიაში, ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ მგონია, რომ ეს დღეში მას 2-3 საათს აღემატებოდეს. ლაბორატორიის მუშაკები და ექიმები არა პირბადით, არამედ რესპირატორით მუშაობენ და მას აქვს გარკვეული მოხმარების ვადა. მოცემულ სიტუაციაში ამ ვადების დარღვევაც უწევთ და გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ რესპირატორს. ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და ოპერაციების დროს საათობით არ იხსნიან მას. რიგით მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება. არსებობს ერთ და ორშრიანი ნიღბები, ბაზარზე მოიპოვება ერთჯერადი და მრავალჯერადი ნიღბები. შესაბამისად, სანამ ჩვენ არ გვექნება იმის გარანტია, რომ ვირუსი ფართო გავრცელებას არ მიიღებს, წინასწარ ვერ გავიგებთ, ვინ არის ავად და ვინ – არა, ამიტომ უნდა შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები, იქ სადაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც გავხადოთ ავად“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები