LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება – ჩერგოლეიშვილი

782
bubububu

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე თავისუფლების მოედანზე ბუბა კიკაბიძის რუსულად „თბილისოს“ შესრულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბუბა კიკაბიძის პატრიოტიზმში ეჭვი არავის ეპარება – დამშვიდდით.

იმ ძალის უნარებს და შესაძლებლობებს აღვწერთ მხოლოდ, მთავარ აქციაზე ფონოგრამა რომ სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია.

არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე.

ესაა და ეს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ თავისუფლების მოედანზე რუსულად ამღერება, თავად პარტიის წევრებმა თავიდან შეცდომად შეაფასეს. ნიკა მელიამ კი ისიც თქვა, რომ თმა ყალყზე დაუდგა. ბუბა კიკაბიძემ კი მოგვიანებით განმარტა, იმიტომ იმღერა რუსულად, რომ რუსებს გაეგოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები