LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეგეშინდეს შეცდომის დაშვების – უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

Uorren-Baffet
ამერიკელი ინვესტორი და ბიზნესმენი უორენ ედვარდ ბაფეტი მიიჩნევს, რომ შეცდომის დაშვების არ უნდა გეშინოდეს. მისი თქმით, შეცდომა ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანები შეცდომებს უშვებენ ყოველდღიურად.

„თქვენ დაუშვებთ ცხოვრებაში შეცდომებს, ამას ვერსად გაექცევით. თუმცა შეიძლება მათი მინიმალიზება. ყველაზე დიდი შეცდომა, ეს გაშვებული შანსებია. არა – როცა აკეთებთ რამეს და არ გამოგდით, არამედ როცა ვერ ბედავთ. ბიზნესში შეცდომები ჩვეულებრივი ამბავია, ბიზნესში საჭიროა სწორი ანალიზი. ადამიანების დიდი ნაწილი საქმეში დაშვებულ შეცდომას განიცდის. ეს მიდგომა არასწორია.

არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოთ. თქვენ უნდა მიიღოთ გამოცდილება და ასე იცხოვროთ. უნდა დაკავდეთ იმით, რაც ძალიან გიყვართ. შეიძლება პირველივე სამსახურით ვერ მიიღოთ სასურველი, თუმცა არ უნდა დანებდეთ. მაგალითად, მე დღეს ყოველდღიურობით ვტკბები, მომწონს ჩემი კომპანია, ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დისკომფორტს არ მიქმნიან და არ მაღიზიანებენ. ეს გარემო შევიქმენი. ადამიანები ხშირად საკუთარ პოტენციალს ვერ იყენებენ. თითოეულ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც მე. მაგრამ, თუ ვერ მიაღწევთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გსურთ, მხოლოდ გაუბედაობის მიზეზით.

გახსოვდეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებს. უნდა გქონდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც აღგაფრთოვანებენ, და არა მათთან, ვისთანაც უბრალოდ დრო გაგყავთ. მეგობრები გვაყალიბებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები