LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა ამ ადამიანზე რაღაც აგდებულად  ვილაპარაკო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ამის განცდა ნამდვილად მაქვს“ – სერგეენკო სააკაშვილზე

49
დავით სერგეენკო

არ მინდა ამ ადამიანზე რაღაც აგდებულად  ვილაპარაკო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ამის განცდა ნამდვილად მაქვს, მაგრამ ამდენი ათეულობით განცხადებები, ან უნდა ჩამოვიდეს, ან არ უნდა ჩამოვიდეს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ.

სერგეენკოს აზრით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, საქმე არეულობამდე არ მივა.

„მეშინია თუ არა მე, ნამდვილად არ მეშინია, ცალსახად. ქართულ სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ის დაემორჩილება, ამიტომ, ვფიქრობ, არანაირ არეულობამდე არ მივა საქმე,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, გუშინ  ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

ამავე თემაზე:

მდინარაძე სააკაშვილზე: ეს სად ჩამოდის, ისევ გახარია ხომ არ გონია პრემიერი

კალაძე სააკაშვილზე – ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს

უსუფაშვილი: „ოცნების“ მიკვირს, სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები