LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე

138
BeFunky-collage (1)

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერების გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გამოძიებისთვის საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს.

„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კვლავ იკვეთება საფუძველი ვარაუდისა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შესაძლოა, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს და მათ შორის დესტრუქციულად  მოქმედებდნენ.

“როცა ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს, იპოვოს მიზეზი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს”.- არნიშნა სარჯველაძე,

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შიდა კონსულტაციებისთვის იკრიბებიან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის ფარული აუდიოჩანაწერია, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. “ნაციონალურ მოძრაბასა” და “ლელოში” მიიჩნევენ, რომ მათთვის რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოიზარონ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკების მაგიდის მეორე მხარეს.

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები