LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდეს – ეკა ლალიაშვილი

102
unnamed-file-1537973037

“არ მგონია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება მოხდეს“,- ამის შესახებ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი ვარაუდით, ამ მიმართულებით შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის სუბსიდირება მოხდეს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა.

„მთავრობამ იცის და მათ უფლებაც არ აქვთ, თვითონაც იციან, რომ ეს თანხა არ უნდა გაიზარდოს. მეორე მხარეს გაჭირვებული ხალხია. ამიტომ არ მგონია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გაძვირდეს. პირიქით შესაძლოა იმ მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა მოხდეს, ვინც სამსახური დაკარგა და დროებით არ შეუძლია მგზავრობის ტარიფის გადახდა.

ეს მაინც დროებითი მგონია და თუ დაჭირდება გარკვეული სუბსიდირება მაინც დროებითი წარმომიდგენია, ვინაიდან ეტაპობრივად ყველაფერი ნელნელა აღდგება“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტმა კვლავ განაახლა მუშაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები