LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მჭირდება ახსნა-განმარტება და “ნუცას სკოლა” – ეს დარბაზი ჩემი აშენებულია, სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

181
2121

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. მოსამართლის რეპლიკას, რომ სააკაშვილი „სასამართლო სხდომის დარბაზში ბრძანდება“, ექსპრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა:

„მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი. ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია. ეს აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. მე სად ვარ თქვენი ახსნა განმარტება არ მჭირდება.

ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, რაც არ გააფუჭეს ამ ქვეყანაში არის ჩემი გაკეთებული და ეხლა თქვენი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ მჭირდება და ნუცას სკოლა.

თქვენგან განსხვავებით, 4 უმაღლესი სასწავლებელი მაქვს იურიდიული დამთავრებული. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება – პროცესს სააკაშვილი დაესწრება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები