LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი” – რატომ გაწყვიტა კონტაქტი ელისო ბოლქვაძემ ხატია ბუნიათიშვილთან

5965
BeFunky-collage

ცნობილმა პიანისტმა, პარლამენტარმა, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ასევე ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, ხატია მისი პირველი აღმოჩენა იყო.

ბოლქვაძის თქმითვე, მან თბილისში ჩამოიყვანა თავისი მენტორი, რომელმაც მუსიკალურ ათწლედში რამდენიმე ბავშვს მოუსმინა. მათ შორის იყვნენ ხატია ბუნიათიშვილი და მისი და.

ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მაესტრომ ბუნიათიშვილები ავსტრიაში სწორედ მისი ხელშეწყობით წაიყვანა.

„არა მარტო ხატია ბუნიათიშვილი იყო, არამედ სხვებიც. მე ახლა პატარები მყავს, ძალიან საინტერესო ბავშვები, რომლებთან ერთადაც მონაკოში უნდა წავიდე – ილია ლომთათიძე, რომელიც 8 წლის ასაკიდან მყავს. ასევე, ბარბარა თათარაძე, რომელთაც არაჩვეულებრივი წარმატებები აქვთ და პირველი პრემიები – სხვადასხვა კონკურსზე აღებული“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას ხატიასთან კონტაქტი არ სურს, მათი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი კი პირადულია.

„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა… პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები