LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ იბანავოთ ცხელი წყლით >38C°” – როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი ვარჯიშის დროს: ზაზა თელიას რეკომენდაციები

1273
BeFunky-collage (2)

ცნობილი დერმატოლოგი ზაზა თელია მორიგ რეკომენდაციებს გასცემს.

ამჯერად, თელია განმარტავს, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი ვარჯიშის დროს.

“რეკომენდაციები ვარჯიშის დროს ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად და კანი დაავადებების გამწვავების პრევენციისათვის:

? დაიბანე კანი/მიიღე შხაპი დაუყოვნებლივ ვარჯიშის შემდეგ

? ვარჯიშის დროს გამოიყენე ე.წ moisture-wicking fabric ტანსაცმელი რომელსაც აქვს უნარი სწრაფად მოახდინოს ოფლის გამოდევნა ფაბრიკის გარე შრეზე და აქვს უნარი სწრაფად გაშრობის, ასევე ეს რეკომენდაცია ეხება სავარჯიშო წინდებს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბის ანუ “კოტონის” წინდები, ის სწრაფად სველდება და ინარჩუნებს ტენს

? სავარჯიშო მოწყობილობების დეზინფექცია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ

? გამოიყენეთ სუფთა, გარეცხილი სავარჯიშო ტანსაცმელი ყოველ ჯერზე

? გამოიყენეთ პირსახოცი სავარჯიშო მოწყობილობების დასფარად

? არ გამოიყენოთ მაკიაჟი (makeup) ვარჯიშის დროს

? არ დაგავიწყდეს მზისგან დაცვა თუ ვარჯიშობთ გარეთ (outdoor)

? არ იაროთ ფეხშიშველმა საშხაპეში და გასახდელში

? არ გამოიყენოთ გაურეცხავი სავარჯიშო ტანსაცმელი

? არ იბანავოთ ცხელი წყლით >38C°” – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები