LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნანა კოსტავა პარტიიდან გავრიცხოთ – ქუთაისის მერი

189
ბოროტი-ნანა-კოსტავაა

ქუთაისის მერმა და პარტია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კოსტავამ გადაწყვეტილება საკრებულოდან წასვლის შესახებ მასთან კონსულტაციების შემდეგ შეცვალა, აბსურდი უწოდა.

„მსგავს ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ გარკვეული ძალები, რადგან ალბათ სჭირდებათ ამ მძიმე თემას მიაბან ქუთაისის მერი. არანაირი კონტაქტი ამ კუთხით არ გვქონია“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

„ნანა კოსტავას „ქართული ოცნების“ წევრია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის პარტიიდან გავრიცხოთ. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებები და შეხედულებები და ვემიჯნებით მას“, – განუცხადა ქუთაისის მერმა ჟურნალისტებს.

ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა

მან გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, –  ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები