LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

586
FORTUNA.GE- (1)

“არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა!!!” – ასე მიმართავს საქართველოს პროკურატურას ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სასამრთლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

განჩინების ფურცლის ფოტოს თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

 

 

განჩინებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

აღნიშნული ფაქტი უკავშირდება 6 მარტს, ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფარულ აუდიომასალას, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია და რომელშიც ისინი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

როგორც ტვ.პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ აღნიშნა, ჟურნალისტების მოვალეობაა წყაროს დაცვა და ეს უფლება კანონით არის დაცული:

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკველევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.” – ამბობს მელაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

პოპულალურები