LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის დასაკუთრება ადამიანების აუცილებელი – რა გვემართება როცა გვიყვარდება

2743
ფანჯი

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე ისაუბრა. კერძოდ, რა ემართება ადამიანს როცა უყვარდება და იცვლებიან თუ არა ადამიანები.

„სიყვარულისგან შეიძლება სიცოცხლესაც ველოდოთ და სიკვდილსაც, შეიცავს ეს ამ მთლიანობას. სიყვარულში მთავარია, გაიაზრო, რომ სიყვარული თავად არის მცირე მარადისობა. არ არის დასაკუთრება ადამიანების აუცილებელი და მაშინ იძენ მადლიერების გრძნობას, იმისთვის რაც შენ მოგაკუთვნეს.

ესეც ერთგვარი სტერეოტიპია ფსიქოლოგების მიმართ, რომ ჰგონიათ , რომ არ უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგს ემოცია, არასდროს არ უნდა გაბრაზდეს, დაიცვას ბალანსი, ეს არ არის მიზანი.

ჩვენ ადამიანები იმიტომ ვართ, რომ ემოციები გვაქვს. როცა აღარ გვექნება რობოტები ვიქნებით, მანქანები.”

კითხვაზე, რეალურად იცვლებიან თუ არა ადამიანები, ნათია ფანჯიკიძე ასე პასუხობს:

„ნოდარ ბელქაძე მყავდა არაჩვეულებრივი პროფესორი უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარდა მისი ლექციები. მას ვუმადლი, რომ ფართო ხედის დანახვა გვასწავლა.

პირველ ლექციაზე გვითხრა, თქვენ თუ არ გჯერათ ადამიანის და კაცობრიობის ცვლილების , მაშინ თქვენ არ გჯერათ, ჩვენი პროფესიის.

ასე რომ, თუკი ცვლილება შეუძლებელია, მაშინ რას ვაკეთებთ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მე გამოვსწორდები, უკეთესი გავხდები, როგორც წესი, ყველაზე კარგი ადამიანები არიან ხოლმე, რომლებსაც რაც არ დაუშავებიათ ისიც თავის ბრალი ჰგონიათ და გამოვსწორდები, ეს ისეთი საყვარელი რამე არის, რომ ვის წინაშე იმართლებს თავს, ჯერ კიდევ გასარკვევია ხო, ვის აქვს უფლება, რომ მას მიუთითოს იყოს უკეთესი“

https://www.facebook.com/tvimedi/videos/587011552037926/?v=587011552037926

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები