LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი დააკავეს

119
1

აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადბს, რომ პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ვანო მაღალაშვილი პარლამენტის შესასვლელიდან გაიტაცა.

ფავლენიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ვანო მაღალაშვილი პოლიციამ გაიტაცა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან. ინტერვიუ მივეცით, ვსაუბრობდით და უცბად თქვენს სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს.

“ქართული ოცნების” ბოლო რეპრესიული გაბრძოლება!”, – წერს ფავლენიშვილი “ფეისბუქში”.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაღალაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები