LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

107
აქცია პარლამენტთან4

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც იქ მისულმა შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა განაცხადეს, ამ აქციაზე საზოგადოების აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ოკუპირებული. შაქარიშვილი სიტყვით გამოსვლას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. საკრებულოს წევრების განცხადებამ, რომ პროცესებსა და ხალხის განწყობებს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც შემდეგ ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას უთხრას, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს. მისი თქმით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გაპროტესტება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გვერდით, დაუშვებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები