LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო – გია ვოლსკი

92
4

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აქციაზე ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროპაგანდისტული შეტევა ძირითადად იმ მიმართულებითაა, რომ არაფერი ხდებოდა, შეჯახება არ ყოფილა და შეჯახებისას პროვოკაცია რა მომხდარა. ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არასწორია.

„ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, თქვენს შეკითხვაში ის განწყობა იგრძნობა, თითქოს არაფერი ხდებოდა და გამოვარდა გიორგი გახარია, მიიღო ზომები. მოსაზრებაზე, რომ გადაცდომა იყო, ჭარბი ძალის გამოყენება იყო და ამან ტრაგიკული შედეგი მოიტანა ზოგიერთი ადამიანისათვის, რასაკვირველია უპასუხოდ არ დარჩება. გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც ვთქვათ, მელიაა მარტო ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს.

საფრთხე იყო რეალური, საფრთხე იყო გარდაუვალი, რომ არა ძალის გამოყენება. რეალურად, სიტუაცია  იყო ისეთი, რომ იყო სერიოზული საფრთხე. საქართველოს ასეთი გაკვეთილები გავლილი აქვს და გამეორება არ შეიძლებოდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ, პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე თავიდან ბოლომდე მინისტრის პასუხისმგებლობაა, მაგრამ თუკი ამის შემდეგ პროცესში იყო გადაცდომა და ძალის გადაჭარბება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გამჭირვალე და სიღრმისეულმა გამოძიებამ უნდა მისცეს პასუხი“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები